
2010 წლის 21 აპრილს, სახელმწიფო პროგრამის ”ეპილეფსიის პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა” - ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს ადგილზე ჩაუტარდათ კონსულტაციები (ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი) და ეეგ-კვლევები. >>>